
მაკო გომური: "მაინც გავიმარჯვე!"
12/11/2019 05:49:53 სხვა, საზოგადოება
20-21 ივნისს დაშავებული მაკო გომური, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, „ფეისბუკზე“ წერს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადების შესახებ.
„ლამის 5 თვე გავიდა. უი, მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ, მგონი მართლა დაზარალებულიაო, მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან. თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორ დღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი, მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს...ამდენ ხნიანი ლოდინის,ტანჯვის,ტკივილის,მეტროში თვალის ამოვარდნების,უამრავი მზერის შემდეგ მაინც გავიმარჯვე.“, - აღნიშნავს მაკო გომური, რომელმაც ანტისაოკუპაციო აქციაზე თვალი დაკარგა.