
ბულგარეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები მთლიანად დახურა
06/04/2023 06:07:17 ევროპა
ბულგარეთმა რუსული გემებისთვის თავისი პორტები დახურა. აღნიშნული ზომა სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში მიიღეს.
აკრძალვა ძალაში 8 აპრილს შედის და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების ყველა გემზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშის მცურავ გემების შესვლაზე აკრძალვა გასული წლის 17 აპრილიდან დააწესა. ეს ღონისძიება გათვალისწინებული იყო ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტით. თუმცა, ახლა აკრძალვა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც ვრცელდება.