Accentnews.ge
ადიგენელი ფიზიკის პედაგოგის წარმატება

ადიგენელი ფიზიკის პედაგოგის წარმატება

06/04/2023 06:59:37 რეგიონები, საზოგადოება, რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდის მკვიდრმა, ფიზიკის პედაგოგმა სოფიო ნარიმანიშვილმა-მაისურაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის ჩატარებულ კონკურსში წარმატება მოიპოვა, რის შემდეგაც ფიზიკის პედაგოგი სასწავლო ვიზიტით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში იმყოფებოდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გოჩა ქიმაძემ პირადად მიულოცა პედაგოგს წარმატება, ისაუბრა მის პროფესიონალიზმზე და სამომავლოდაც წარმატებები უსურვა.

კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების ფიზიკის მასწავლებლები იღებდნენ. გამარჯვებულ 18 პედაგოგთა შორის ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოფიო ნარიმანიშვილი-მაისურაძე იყო, რომელსაც მიღწეული წარმატებისათვის ცერნისაგან 40 საათიანი ელჩის ატესტატი გადაეცა, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ პროფესიული განვითარების ტრენერის ხელშეკრულება დაუდო. სოფიო ნარიმანიშვილი-მაისურაძე 2019 წლიდან დღემდე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელია და ამჟამად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მლაშისა და ფხეროს საჯარო სკოლის პედაგოგია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S