Accentnews.ge
არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი

არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი

06/04/2023 07:19:13 სამართალი

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. სწორედ ამ მუხლებით აწარმოებს გამოძიებას შს სამინისტრო.

როგორც ირკვევა, ერთ შემთხვევაში საქმე ეხება 14 წლის გოგონას. სექსუალური ძალადობისთვის მამაა დაკავებული. თავად ფაქტის შესახებ პოლიციას სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

მეორე შემთხვევაში საუბარია 12 წლის გოგოზე. მასზე ძალადობაში ასევე ოჯახის წევრია მხილებული – მამინაცვალი.

არსებული ცნობებით, ამჟამად ორივე პირი დაკავებულია.

„აქცენტი“ დეტალებს არკვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S