Accentnews.ge
ინგუშეთში სამი პოლიციელი მოკლეს, არიან დაჭრილებიც

ინგუშეთში სამი პოლიციელი მოკლეს, არიან დაჭრილებიც

06/04/2023 07:53:38 კავკასია

ინგუშეთის მალგობეკის რაიონში, სადაც ადრე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა, ორმხრივი სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მესამე ასეთი ინციდენტია.

როგორც ინგუშეთის "ეფ-ეს-ბეს" დირექტორატის პრესსამსახურმა განუცხადა კრემლის პროპაგანდისტულ რესურს „ტასს“-ს , უცნობმა პირებმა ბარიკადები მოაწყვეს სოფელ ზიაზიკოვ-იურტის ერთ-ერთ შენობაში. მათი დაკავების მცდელობისას შენობაში მყოფებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს.

ტელეგრამის არხ Mash-ის ცნობით, სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. „რენ ტვ“-ის და Astra-ს ინფორმაციით, დაიღუპა სამი პოლიციელი, დაშავდა კიდევ შვიდი ადამიანი.

ოფიციალურად, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

„ინტერფაქსის“ წყარო ირწმუნება, რომ პოლიცია ცდილობდა იმ შეიარაღებული ჯგუფის დაკავება, რომლის წევრებმაც ჯერ 27 მარტს ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვარზე, შემდეგ კი 3 აპრილს მალგობეკის გარეუბანში პოლიციის პოსტებზე განახორციელეს თავდასხმა.

ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებს, რომ სპეცოპერაციის დროს რომ სამი ძებნილი მოკლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S