
„რაშისტების“ „მრავალტანჯული“ ბაზა ააფეთქეს – მელიტოპოლის მერი
06/04/2023 08:23:54 ევროპა
ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ცნობით, წუხელ ოკუპირებულ ქალაქში რუსების აეროდრომთან მდებარე ბაზა ააფეთქეს.
„ხმაურიანი ღამე დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში, ქალაქის ყველა რაიონისთვის, განსაკუთრებით ავიაგოროდოკისთვის. წინასწარი მონაცემებით, დაპყრობილი აეროდრომის მიდამოში „რაშისტების“ „მრავალტანჯული“ ბაზა ააფეთქეს“, - აღნიშნა მერმა.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა. ეს მოწინააღმდეგის ზურგში მიტანილი პირველი იერიში არაა. მსგავს აქტივობებს რიგ შემთხვევაში "პარტიზანებს" უკავშირებენ, რიგ შემთხვევებში უშუალოდ უკრაინის არმიას.