
ქედაში ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოყირავდა - არიან დაშავებულები
12/11/2019 06:04:52 სხვა, სამართალი
ქედაში ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტობუსი ბათუმიდან დაბა ქედისკენ მოძრაობდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ავარიის გამო ქედის გზაზე გადაადგილება შეფერხებული იყო.