
ფინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
06/04/2023 09:32:50 ევროპა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.
მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები გააგრძელებენ მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე. პარლამენტში არსებული კოალიცია ამ საკითხის განხილვას მომავალ კვირას დაიწყებს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სანა მარინის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილზე გავიდა კონსერვატიული "ნაციონალური კოალიცია", მეორე ადგილი წილად ხვდა ნაციონალისტურ პარტიას, "ნამდვილი ფინელები".
2019 წელს 34 წლის სანა მარინი გახდა მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მსოფლიოში.