Accentnews.ge
სირია–თურქეთის საზღვარზე აფეთქებების სერია მოხდა – არის მსხვერპლი

სირია–თურქეთის საზღვარზე აფეთქებების სერია მოხდა – არის მსხვერპლი

12/11/2019 06:11:26 სხვა, მსოფლიო

სირიაში, ქურთების მიერ კონტროლირებულ ქალაქ ქამიშლიში ტერაქტების სერიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა– იუწყება „როიტერი“.

ქამიშლი სირია-თურქეთის საზღვართან მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კვების ობიექტთან და ეკლესიასთან ორი დანაღმული ავტომობილი და მოტოციკლი აფეთქდა. დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ძალების ხუთი წარმომადგენელია. 

ქურთებით და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რეგიონში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „მძინარე უჯრედები ჯერ კიდევ ქმნიან საფრთხეს“, თურქეთის სამხედრო ოპერაცია კი ექსტრემისტების გაძლიერებას უწყობს ხელს.  

ცნობისთვის: თურქეთმა გასულ თვეში ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S