Accentnews.ge
დეგნანი – კობახიძეს: „არაფერი მაქვს დასამალი“

დეგნანი – კობახიძეს: „არაფერი მაქვს დასამალი“

06/04/2023 12:34:55 ციტატა

„არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი. რაზე საუბრობს, საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი ძალიან შეფოთებული იქნება, თუ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. ვიმეორებ, არ ვიცი, რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი“,– განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა „მთავარი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მინიშნებებთან დაკავშირებით, რომ აქვთ საუბრების ჩანაწერები.

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

„ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S