Accentnews.ge
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები

06/04/2023 13:09:13 რეგიონები, რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა სახის პროგრამას ახორციელებს.

პროგრმაბი ჩამონათვალი:

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის სოციალური დახმარება - შემდეგი კატეგორიებით: ა) ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში; ბ)ოჯახს, რომელსაც ხანძარმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები; გ) ოჯახი, რომელსაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები; მრავალშვილიანი ოჯახის (4 ოთხი ან მეტი არასრულწლოვანი შვილით) სოციალური დახმარება; ახალშობილის ოჯახის სოციალური დახმარება; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახის სოციალური დახმარება;საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლის ოჯახის სოციალური დახმარება;გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახის სოციალური დახმარება; ასი წლისა და ას წელს გადაცილებული მოქალაქეების სოციალური დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარება;მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;სამედიცინო კვლევების დაფინანსება;გეგმიური და სასწრაფო ოპერაციების დაფინანსება;სააფთიაქო მომსახურების დაფინანსება;სხვადასხვა სახის მკურნალობის დაფინანსება;გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოა;სოციალურად დაუცველ პირველკურსელ სტუდენტებს პირველი სემესტრი სრულად უფინანსდებათ;წარმატებული სტუდენტებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების ფინანსური ხელშეწყობა ხდება; ა.(ა).ი.პ ადიგენის სამუსიკო სკოლისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეებს სწავლას მერია უფინანსებს;სპორტის დარგში წარმატებულ სპორტსმენებს ფინანსური დახმარება გადაეცემათ;მუსიკისა და ხელოვნების დარგში წარმატებულ მოსწავლეებს ფინანსური დახმარება გადაეცემათ;აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამებით არაერთი ბენეფიციარის ინტერესების გათვალისწინება და დაკმაყოფილება მოხდა. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S