
ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის NATO-ში მიწვევის თაობაზე
06/04/2023 18:55:09 ევროპა
ლიეტუვის პარლამენტმა 6 აპრილს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც უკრაინას იწვევს ნატოში გასაწევრიანებლად ივლისის სამიტზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლიეტუვის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს „უკრაინის სრული მხარდაჭერა პრაქტიკული ზომებით, მათ შორის ნატოს პოლიტიკური მხარდაჭერით, ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინის ალინსში წევრად მოწვევის აუცილებლობის აღიარებით“.
პარლამენტის 141 დეპუტატიდან, 129-მ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და ყველამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას.
"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ხელს შეუწყობს ჩვენს უსაფრთხოებას და ნატოს გააძლიერებს", – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ზიგიმანტას პავილიონისმა.
ლიეტუვა 11 ივლისს უმასპინძლებს ნატოს ორდღიან სამიტს.
უკრაინამ გასული წლის სექტემბერში მიმართა თავდაცვის ალიანსს დაჩქარებული გაწევრიანების თხოვნით.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის უკრაინაში დაწყების შემდეგ განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა კიევისთვის, მაგრამ ახლა ყურადღება გამახვილებულია ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაზე.