Accentnews.ge
მოსამართლე მეთოფიშვილი – სანქციებზე: "სტალინი-ბერიას ეპოქას მაგონებს"

მოსამართლე მეთოფიშვილი – სანქციებზე: "სტალინი-ბერიას ეპოქას მაგონებს"

07/04/2023 08:32:51 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა სოლიდარობას გამოუცხადა კოლეგებს, რომლებსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა.

მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ ბრალდება ცრუა, რაც მისი აზრით, უახლოეს მომავალში დადასტურდება.

ამასთან, ის მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული სანქციების რეპრესიულ ფორმაზე საუბრობს და მას სტალინისა და ბერიას ეპოქას ადარებს.

„ჩემს განცხადებაში მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება - ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების რეპრესიული ფორმა და ხასიათი. ანუ, დააკვირდით, მეგობრებო, გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მათთვის მიუღებელ (არასასურველ) მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც!წარმოიდგინეთ - მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს და ა.შ. …

მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით” ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

გეთანხმებით, ძალიან ცუდი შედარებაა, თუმცა თქვენც დამეთანხმებით, რომ ფაქტი სახეზეა", - თქვა სერგო მეთოფიშვილმა და დასძინა, „მინდა, მჯეროდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რაზეც იდგა, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია და ა.შ.”

5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

იხილეთ ასევე: სახდეპის მაღალჩინოსანი: "ვიმედოვნებთ, სავიზო შეზღუდვის დაწესება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S