
ზელენსკი პუტინს შეხვდება
12/11/2019 07:24:59 სხვა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდება. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის.
მისივე თქმით, ზელენსკი ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრას დასთანხმდა, რომელიც შესაძლოა, ყაზახეთში გაიმართოს.
რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მოსკოვის მხრიდან ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა.