
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამოხვანთან ხანძარია
12/11/2019 07:46:43 სხვა, რეგიონები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს, ეკალბარდებსა და ბუჩქებს უკიდია.
შემთხვევის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ცოცხალი ძალის მეშვეობით მიმდინარეობს.
„ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლის ქრობის პროცესი საღამოს დაიწყო, მთელი ღამე ადგილზე იყვნენ ჯგუფები და მიმდინარეობდა მონიტორინგი, რათა ხანძარი არ გავრცელებულიყო. დილიდან კი სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.