
ნეაპოლში ახალშობილს კვარაცხელიას პატივსაცემად ხვიჩა დაარქვეს
07/04/2023 14:50:37 ეს საინტერესოა
იტალიურ ნეაპოლში, საფეხბურთო გუნდის ფანატების ოჯახში დაბადებულ პირველ შვილს კვარაცხელიას პატივსაცემად ხვიჩა დაარქვეს, - იუწყება ადგილობრივი გაზეთი "Spazio Napoli".
31 მარტს დაბადებული ბავშვის სრული სახელია დანიელე ხვიჩა.
მისი მშობლები "ნაპოლის" ფანები არიან.
მამას - 1986 წელს დაბადებულ არმანდოს თავის დროზე სახელი ასევე ლეგენდარული ფეხბურთელის - მარადონას პატივსაცემად დაარქვეს.
როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ხშირად სწორედ მარადონას ადარებენ და "კვარადონაც" კი შეარქვეს.
ამასწინათ ავტორიტეტულმა პორტალმა "Transfermarkt" ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების მონაცემები განაახლა. ირკვევა, რომ კვარაცხელია 25 მლნ ევროთი გაძვირდა და ამ დროისთვის 85 მილინად ფასდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021