
მედია – დღეს ღაზის სექტორიდან ისრაელზე 50 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
12/11/2019 08:16:14 სხვა, მსოფლიო
დღეს ღაზის სექტორიდან ისრაელზე 50 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, –იუწყება The Times of Israel. მისივე ცნობით, განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივშიც ამოქმედდა.
სარაკეტო დარტყმების შედეგად გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება
ღაზის სექტორიდან რაკეტები ისრაელის ქალაქების მიმართულებით მას შემდეგ გაუშვეს, რაც ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ატა მოკლა.