
ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდება ერთმანეთს ორი ჯგუფი - შსს-მ გამოძიება დაიწყო
08/04/2023 08:29:55 სამართალი
ვაკეში სროლა იყო - შემთხვევა ჟვანიას ქუჩაზე დღის საათებში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, როგორ უპირისპირდებიან ჯგუფები ერთმანეთს და დამიზნებით ესვრიან ავტომობილს, სადაც სავარაუდოდ, ადამიანი იმყოფება. უცნობია, ჰყავს თუ არა შემთხვევას დაზარალებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს.