
ირანსა და აზერბაიჯანს შორის მზარდი დაძაბულბის ფონზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
09/04/2023 07:41:57 სამართალი
ირანსა და აზერბაიჯანს შორის მზარდი დაძაბულბის ფონზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ირანული მედია იუწყება, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა ორ ქვეყანას შორის არსებული „პრობლემები და გაუგებრობები“ განიხილეს.
მათ შორის საუბარი გაიმართა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ოთხი ირანელი დიპლომატი ქვეყნიდან „პროვოკაციული ქმედებისთვის“ გააძევა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბაქოს მიერ გასულ კვირაში ისრაელში საელჩოს გახსნა. აზერბაიჯანმა ამავე პერიოდში გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანი შეიძლება, დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანელი კანონმდებლის მკვლელობის მცდელობასთან, რომელიც თეირანის წინააღმდეგ გამოდის. თეირანი ბრალდებას უარყოფს.