
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილი და აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
12/11/2019 09:09:50 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილი და აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პლენარული სხდომა დატოვა.
ყაველაშვილი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა, რა დროსაც აკაკი ბობოხიძე მოიხსენია, როგორც „კაკოია ბობოხიძე“.
აკაკი ბობოხიძემ საკუთარი ადგილიდან ყაველაშვილს მიმართა, „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახეო. საპასუხოდ ყაველაშვილმა ბობოხიძეს ასე მიმართა: "შე ნაბოზ...".
განახლება
მოგვიანებით ყაველაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტში იმყოფებიან:
"ბოდიში ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში. ღამის სამ საათზე რომ ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ".