
თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა
10/04/2023 05:25:31 სამართალი
თბილისში, ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.