
ერევანში დეზერტირობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე დააკავეს
10/04/2023 10:42:49 კავკასია
ერევანში დააკავეს რუსეთის 23 წლის მოქალაქე იური ტ., რომელიც მოსკოვს დეზერტირობის ბრალდებით ძებნაში ჰყავდა გამოცხადებული.
რუსეთის კანონმდებლობით, დაკავებულს 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ელის.
რუსეთის სასამართლოს უკრაინის ომის ფონზე უკვე რამდენიმე მსგავსი განაჩენი აქვს გამოტანილი.
ცნობისთვის: უკრაინაში საომრად რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ათასობით მოქალაქემ უცხოეთს, მათ შორის სომხეთს შეაფარა თავი. რუსეთის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა და 180 დღის განმავლობაში ყოფნა შეუძლიათ.