Accentnews.ge
ბრეგაძე - ომბუდსმენს: "აქ ისეთი რამ მოხდება, რაც ფილმებშიც არ გინახავთ"

ბრეგაძე - ომბუდსმენს: "აქ ისეთი რამ მოხდება, რაც ფილმებშიც არ გინახავთ"

12/11/2019 11:39:59 სხვა, საზოგადოება

"ქართული მარშის" დამფუძნებელმა სანდრო ბრეგაძემ სახალხო დამცველის აპარატის ოფისი დატოვა და ახალი აქციები დააანონსა. მისი თქმით, მართალია, პოლიციელების მოთხოვნა, დატობოს ომბუდსმენის შენობა, უკანონოა, თუმცა მათ მოთხოვნას პატივს სცემს. 

"ლომჯარია, შენ ხარ სახალხო დამგველი და არა სახალხო დამცველი. ერთ კვირაში აქ მოხდება ისეთი რამ, რაც კინოფილმებშიც არ გინახავთ",- თქვა შენობის დატოვებისას ბრეგაძემ. 

ამასთან ბრეგაძე ომბუდსმენს "პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლით" დაემუქრა:

"ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად შემოვალთ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში: გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც თქვენი ადგილია - პოლიტიკურ სანაგვეში. ლომჯარია არის გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დამცველი. ახლა გინდა დაიმალე და გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი", - მიმართა ბრეგაძემ ლომჯარიას.

საკითხზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

"მშობლები, რომლებიც ჩათვლიან, რომ რაიმე უფლება დაირღვა, სახალხო დამცველის აპარატის კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, თუმცა სპეკულაციაში თუ პოლიტიკური ქულების ჩაწერაში ხელს არავის შევუწყობთ", - განაცხადა ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ბრეგაძესთან საუბრის მთავარი თემა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ „მარშელების" მისამართით გაკეთებულ განცხადებას და ბოლო დროს, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე მოვლენებს უნდა შეხებოდა.

რაც შეეხება სანდრო ბრეგაძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველთან და მის მოადგილესთან შეხვედრის მთავარი მოტივი იყო ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ" „ბავშვების მოტუებით გადაღება", ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

„ჩემი მასთან კომუნიკაცია შეეხებოდა მხოლოდ კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს და იქ მიმდინარე ძალადობრივ მსვლელობებს. ამასთან დაკავშირებით სურდა საუბარი და ასევე გვითხრა, რომ სხვადასხვა საკითხებზე ჰქონდა ინფორმაცია. კონკრეტული ჩემთვის არაფერი ყოფილა ცნობილი.

სანდრო ბრეგაძეს უნდოდა იმ საკითხთან და იმ განცხადებასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ გაკეთდა, რადიკალური ჯგუფების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია, მას ვაცნობე, რომ ამ ფორმატით და ამ რეჟიმში, ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ჩვენ ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S