
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
10/04/2023 15:57:13 სამართალი
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.