Accentnews.ge
გვრიტიშვილი – პრემიერის დღევანდელმა ვიზიტმა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ცივი შხაპი გადაასხა

გვრიტიშვილი – პრემიერის დღევანდელმა ვიზიტმა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ცივი შხაპი გადაასხა

10/04/2023 17:33:32 სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა სანქცირება მათი და ხელისუფლების ერთგვარი შანტაჟი იყო, მაგრამ პრემიერის დღევანდელმა ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში „სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს ცივი შხაპი გადაასხა“.

„შეიძლება, თამამად ითქვას, რომ პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში დღეს ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ამ უპრეცედენტო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, მიზანი ერთი მხრივ იყო თითოეული მოსამართლის დაშანტაჟება. ხოლო მეორე, ხელისუფლებისადმი გზავნილი იყო, რომ აი, გაემიჯნეთო. ამის ცალსახა ლუსტრაცია პრეზიდენტის ბრიფინგი იყო. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს „ევროპულ მომავალს“ შევწიროთ ეს 4 ადამიანიო. რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, დღეს სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს თანამდებობის პირველ პირს უნდა ეკავოს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S