
"Москва"–ს ჩაძირვის ნიუანსები ჯერ არ იცის მტერმა, ეს ნიშნავს, რომ ზღვაზე კიდევ ერთი სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია – რეზნიკოვი
11/04/2023 07:49:30 ევროპა
რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ არ იციან გასულ გაზაფხულზე კრეისერ "Москва"–ს ჩაძირვის ყველა ნიუანსი, კიევი ელოდება მომენტს, რომ გაიმეოროს „ეს ისტორია“,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ზოგიერთი ნიუანსი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მტრისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი სიურპრიზის შეთავაზება ზღვაზე. კიდევ ერთი "ტკაცუნი" [როგორც რუსული პროპაგანდისტები უწოდებენ აფეთქებას – რედ.] დაკავშირებული მათ გემებთან. ველოდებით შესაფერის მომენტს, რომ გავიმეოროთ ეს ამბავი“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ რანგის გემი რუსეთის საზღვაო ძალების ისტორიაში მეორედ ჩაიძირა.
რეზნიკოვის თქმით, კრეისერი "Москва" შეტანილი იქნა იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში, როგორც "უკრაინის წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობა".
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი "Москва", რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის 14 აპრილს პორტში ბუქსირებისას ჩაიძირა. ამას წინ უძღოდა მასშტაბური ხანძარი რაც 13 აპრილს სავარაუდოდ, უკრაინული "ნეპტუნის" რაკეტებით თავდასხმას მოჰყვა. 2022 წლის 22 აპრილამდე რუსეთის ხელისუფლება არ ამჟღავნებდა ინფორმაციას დაღუპულების არსებობის შესახებ, შემდეგ ნათესავებმა დაიწყეს ცნობების გავრცელება.
ეს კრეისერი მონაწილეობდა ოდესის რეგიონში, ზმეინის კუნძულის მახლობლად ოპერაციაში, სწორედ ამ კრეისერს მიემართებოდა სიტყვები, „რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი ***“, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა.