Accentnews.ge
უკრაინაში ყირიმის პირველი რუსი მინისტრის ვაჟი მოკლეს

უკრაინაში ყირიმის პირველი რუსი მინისტრის ვაჟი მოკლეს

11/04/2023 08:18:23 ევროპა

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა რუსი სამხედრო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელი, ანექსირებული ყირიმის პირველი რუსი მინისტრის გეორგი შესტაკის ვაჟი – დენის შესტაკი.

„7 აპრილს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში [როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომს ოფიციალურად უწოდებენ რუსეთის ფედერაციაში] სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მე-7 სპორტული სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელი, სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ყირიმის რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგი იაკოვლევიჩ შესტაკის ვაჟი - დენის გეორგიევიჩ შესტაკი ბახჩისარაის რეგიონიდან“, - ნათქვამია ანექსირებული ყირიმის ჭიდაობის ფედერაციის შეტყობინებაში.

ფედერაციის ინფორმაციით, დენის შესტაკი უკრაინის წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბრიდან იბრძვის. სხვა დეტალები უცნობია.

BBC-ისა და Mediazona-ს ცნობით, 6 აპრილის მონაცემებით, ყირიმიდან და სევასტოპოლიდან სულ მცირე 284 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად.

ბოლო თვეების განმავლობაში "ვაგნერის" დაქირავებულებს ხშირად კრძალავენ სევასტოპოლში.მათ შორის, პატივით დაკრძალეს ტაქსის მძღოლის სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდებული რომან ალექსანცევი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S