
ისრაელი „ისლამურმა ჯიჰადის“ მიერ ომის გამოცხადებას პასუხობს: „მზად ვართ"
12/11/2019 12:17:21 სხვა, მსოფლიო
პალესტინის „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი გამოუცხადა. მოტივად მათი ლიდერის მკვლელობას ასახელებს. საპასუხო განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელთან ერთად გააკეთა.
მისი თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული სიტუაციის ესკალაციით, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
„ტერორისტებს მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხან და მერე მათ უკან ამოეფარონ... ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, ტერორისტებს დარტყმა ისე მივაყენოთ, რომ მინიმალური მსხვერპლი გამივიწვიოთ. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენს სამოქალაქო პირებზე თავდასხმა ასე დარჩება. თუ დაგვარტყამთ, ჩვენც დაგარტყამთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ავივ კოჰავის თქმით, ისრაელის ძალები მზად არის სიტუაციის ესკალაციისთვის:
„ჩვენ მზად ვართ მიწაზე, ცაშიც და ზღვაშიც“.
ისრაელის მიმართულებით დღეს ღაზას სექტორიდან 50-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.