
სააკაშვილის ადვოკატმა ევროსასამართლოში საჩივარი გაგზავნა
11/04/2023 11:27:44 პოლიტიკა, სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქმე ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა. როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, საჩივარში საუბარია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პუნქტების დარღვევაზე.
„ევროსასამართლოს, ცხადია, აქვს ძალიან მკაცრი დადგენილი პროცედურა, რაც გულისხმობს საქმის არსებითად განსახილვლეად მიღებას, რის შემდეგაც გადაწყდება, სახელმწიფომ დაარღვია თუ არა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებები“, – აცხადებს ადვოკატი.
დაცვის მხარის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ დაადგინოს არაერთი მუხლის დარღვევა.
ადვოკატები ამ ეტაპზე სარჩელის შინაარსზე არ საუბრობენ.