Accentnews.ge
საქალაქო სასამართლომ ყოფილი მორაგბის ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ ყოფილი მორაგბის ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

11/04/2023 11:49:41 სამართალი

საქალაქო სასამართლომ ყოფილი მორაგბისა და დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აბუსერიძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომელმაც ის რაგბის კავშირის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, მოსამზადებელი სხდომის შემდეგ მის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, რამაც მისი თქმით, სამართლიან განხილვაზე ეჭვი გააჩინა, თუმცა ბრძოლას აგრძელებს.

"შემდეგი ეტაპები გვაქვს და მივყვებით, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ სიმართლეს არ დავამტკიცებთ“, – თქვა ირაკლი აბუსერიძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

მისი ადვოკატის თქმით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რომ არჩევნები არ დაკანონებულიყო. აღნიშნულის შემდეგ, 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერდა. თუმცა, საჯარო რეესტრის განცხადებით, „ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი ქვორუმი არ იყო“. აბუსერიძე ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ეს იყო განმეორებითი კრება და ის წესების დაცვით წარიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S