Accentnews.ge
სომხეთის ბანკები რუსეთის მოქალაქეთა ფულადი გადარიცხვების ბლოკირებას იწყებენ

სომხეთის ბანკები რუსეთის მოქალაქეთა ფულადი გადარიცხვების ბლოკირებას იწყებენ

11/04/2023 12:16:59 კავკასია

სომხეთის ხელისუფლება მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით ქვეყანაში ჩასული რუსეთის მოქალაქეების საბანკო ოპერაციებზე, კონტროლს ამკაცრებს, - იუწყება სომხური მედია ეროვნული ბანკის განცხადებაზე დაყრდნობით.

"სომხეთის ბანკები იძულებულები არიან, მოთხოვნები გაამკაცრონ, მათ შორის ფულად გადარიცხვებზე უარი უთხრან რუსეთის მოქალაქეებს. საქმე ისაა, რომ დასავლური, განსაკუთრებით ამერიკული კომერციული ბანკები რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ამჟამად გარიგებებზე კონტროლის საკუთარი სისტემების გადახედვის პროცესში არიან, რის ფარგლებშიც მნიშვნელოვნადაა გამკაცრებული უცხოური გარიგებების პირობები მთელი რეგიონის, მათ შორის სომხეთის ბანკებისთვის. ამასთან დაკავშირებით გვსურს, ყველა გავაფრთხილოთ, რომ ჩვენი კომერციული ბანკების მიერ გარიგებების სარისკოდ შეფასების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეთათვის უარის თქმის შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება" - ნათქვამია სომხეთის ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2022 წლის შედეგებით, ფიზიკურმა პირებმა რუსეთიდან სომხეთში $6,3 ლრდ რუბლი გაიტანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S