Accentnews.ge
ნატო პოლონეთში ათასობით ერთეულ სამხედრო ტექნიკას გადაისვრის

ნატო პოლონეთში ათასობით ერთეულ სამხედრო ტექნიკას გადაისვრის

11/04/2023 14:16:11 ევროპა

ნატო პოლონეთის ტერიტორიაზე "ლოჯისტიკურ ბაზას" ქმნის, რომეშიც ალიანსის კუთვნილი "ათასობით ერთეული" სამხედრო ტექნიკა შეინახება, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტმა მატეუშ მორავეცკიმ.

მისივე თქმით, ბაზა "ამერიკელ მოკავშირეებთან ერთობლივად" იქმნება.

"ნატო-ს რამდენიმე ათასი ერთეული აღჭურვილობა პოლონეთში სხვადასხვა ლოკაციაზე შეინახება, რაც ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ტექნიკა შესაძლებლობას მისცემს ალიანსს, ძალიან სწრაფად აამოქმედოს თავისი აღმოსავლეთ ფლანგი და დაგვიცავს ჩვენი მტრების შესაძლო თავდასხმისგან" - განაცხადა მორავეცკიმ აშშ-ში გამგზავრებამდე.

11-13 აპრილის პერიოდში იგი თეთრ სახლში შეხვედრის გამართვასა და იარაღის ამერიკელ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებსაც გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S