Accentnews.ge
სომეხ ტყვეთა ახლობლებმა საქართველოსთან საზღვრისკენ მომავალი გზა გადაკეტეს

სომეხ ტყვეთა ახლობლებმა საქართველოსთან საზღვრისკენ მომავალი გზა გადაკეტეს

11/04/2023 14:37:51 კავკასია

აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების ახლობლებმა გადაკეტეს გზა, რომელიც საქართველოსთან საზღვარზე მდებარე "ბავრის" საბაჟო პუნქტსკენ მოდის, - იუწყება "რადიო აზატუტიუნი".

მისივე ინფორმაციით, სამხედროები ტყვეობაში უკვე 860 დღეა, რჩებიან.

"მოვითხოვთ ჩვენი შვილების დაბრუნებას. მთელი ეს დრო გვატყუებდნენ. ასე აღარ გამოვა!" - განაცხადეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა.

ბაქოს მიერ დადასტურებული მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანუ საპყრობილეებში ამ დროისთვის 38 სომეხი სამხედრო რჩება. მათი უმრავლესობა უკვე გასამართლებულია სხვადასხვა მუხლით.

ბაქოს არაერთგზის განუცხადებია, რომ "ყველა ტყვე დააბრუნა, ხოლო ისინი, ვინც ციხეებში რჩებიან, საზღვრის უკანონოდ მკვეთები ან ტერორისტები არიან".

სომხური მხარის დაუდასტურებელი მონაცემებით, აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფთა რაოდენობა თითქმის 8 ათეულს აღწევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S