Accentnews.ge
ერდოღანი სირიასთან დაკავშირებით ნატო-ს პრეტენზიებს უყენებს

ერდოღანი სირიასთან დაკავშირებით ნატო-ს პრეტენზიებს უყენებს

12/11/2019 14:19:42 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სირიის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაში უნდა ჩაერიოს. 

„ნატო-მ პოზიციას უნდა გადახედოს და სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში ჩაერიოს. სწორედ ამიტომ, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ 3-4 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას. თურქეთი ამ საკითხს ალიანსის ლიდერების შეხვედრაზე წამოწევს. რას საქმიანობს ნატო, რაში გვჭირდება ჩვენ წესდების მეხუთე მუხლი? როდესაც მხარდაჭერა ალიანსს სჭირდება, ანკარა დახმარებას დაუყოვნებლივ სთხოვენ. ამასთან თურქეთი ნატო-ს ბიუჯეტში შენატანების მოცულობით მეორე ან მესამე ადგილზეა. მაგრამ, როგორც კი, საუბარი შეეხება თურქეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს, ანკარას მაშინვე მარტო ტოვებენ. ამ ყველაფერზე ვიმსჯელებთ ლონდონში“, – განაცხადა ერდოღანმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე.

მისივე თქმით, პირობის შესრულება, სირია-თურქეთის საზღვრიდან გაეყვანათ "ტერორისტები", ვერც აშშ-მ და ვერც რუსეთმა ვერ შეძლეს. 

„არც რუსეთმა და არც აშშ-მა ვერ შეძლეს სირიის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილის ტერორისტებისგან გაწმენდა. მებრძოლებს ეს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ამაზე მეტყველებს ის ტერაქტები, რომლებიც ქამიშლისა და სირიის სხვა რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: 13 ნოემბერს ერდოღანი მის ამერიკელ კოლეგას ვაშინგტონში შეხვდება. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S