
ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
12/11/2019 14:22:10 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა (მომხრე - 94) დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ზარდიაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბერის დასაწყისში თავად მიმართა.
როგორც ზარდიაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, ტალახის სროლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისიც იქცა, რადგან, მისი თქმით, „იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ ამოარჩიეს“.
შეგახსენებთ, რომ ზარდიაშვილის პოლიტიკიდან წასვლას წინ უძღოდა მასსა და დეპუტატ ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება. 26 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის მიერ ნათქვამ ფრაზას მოჰყვა, რომელიც „ბესელიას მორალს“ შეეხებოდა.