Accentnews.ge
დასავლეთი ზაფხულამდე გადაწყვეტს, გადასცემს თუ არა F-16–ებს უკრაინას - დანიის თავდაცვის მინისტრი

დასავლეთი ზაფხულამდე გადაწყვეტს, გადასცემს თუ არა F-16–ებს უკრაინას - დანიის თავდაცვის მინისტრი

11/04/2023 19:01:22 ევროპა

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ზაფხულამდე შეუძლიათ გადაწყვიტონ, გადასცენ თუ არა F-16-ის გამანადგურებლები უკრაინას,– იუწყება Le Figaro.

დისკუსიებს დრო სჭირდება, რადგან ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ, მაგრამ გამოსავალი მიღწევადია "მოკლე ვადაში", - თქვა თავდაცვის ხელმძღვანელმა.

Le Figaro-ს ცნობით, მინისტრმა პულსენმა განმარტა, რომ დანია არ აპირებს თვითმფრინავების გადაცემას უკრაინის ჯარისთვის. ეს მოითხოვს კოლექტიური თანხმობას, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან.

უკრაინა დიდი ხანია, მოკავშირეებს სთხოვს თანამედროვე თვითმფრინავებს. თებერვლის დასაწყისში პარიზში შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა „სწრაფად“ მიაწოდონ უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები.

არც ერთ ქვეყანას ოფიციალურად არ გამოუცხადებია უკრაინისთვის დასავლური თვითმფრინავების მიწოდების შესახებ.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის იური იგნატის თქმით, შეერთებულ შტატებში ორი უკრაინელი მფრინავის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ F-16 გამანადგურებლების დაუფლება იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S