
მიკროავტობუსი ბოძს დაეჯახა - არის მსხვერპლი
12/11/2019 15:14:29 სხვა, სამართალი
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ტრანსპორტი ამოტრიალდა. მძღოლი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.