Accentnews.ge
უკრაინა ინდოეთს მედიკამენტებით და  სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს

უკრაინა ინდოეთს მედიკამენტებით და  სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს

12/04/2023 06:41:44 მსოფლიო

უკრაინა ინდოეთს მედიკამენტებით და სამედიცინო აღჭურვილობით დახმარებას სთხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ ინდოეთში სამდღიანი ვიზიტის დროს გააკეთა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე შემოგვთავაზა ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენაში ინდური კომპანიების ჩართვა", - ნათქვამია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S