Accentnews.ge
BBC - ღაზის სექტორიდან რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა

BBC - ღაზის სექტორიდან რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა

12/11/2019 15:44:00 სხვა, მსოფლიო

ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა, იუწყება BBC. 

მისივე ცნობით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 150 რაკეტა გაისროლეს, დაშავებულებს შორის არის რვა წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. მათი სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი იყო. შედეგად ბაჰა აბუ ალ-ატა დაიღუპა. მასთან ერთად მოკლულია მისი მეუღლე. 

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ისლამური ჯიჰადის“ ლიკვიდირებული მეთაური ტერორისტულ აქტებს გეგმავდა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად მისი განეიტრალება აუცილებელი იყო. ამასთან ერთად, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი სიტუაციის ესკალაციით არ არის დაინტერესებული, თუმცა ქვეყნის დასაცავად ყველა ზომას მიმართავს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S