
სომხეთის და აზერბაიჯანის შეტაკების შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა
12/04/2023 07:39:37 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წუხელ შენარჩუნებული იყო და ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია.
"11 აპრილს აზერბაიჯანის პროვოკაციის შედეგად, სომხურ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს", – აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
11 აპრილს შეტაკება მოხდა ლაჩინის დერეფნის მახლობლად, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში. თეღს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 2020 წლის ომის შემდეგ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურე.