
ისრაელში განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა
12/11/2019 19:46:57 სხვა, მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებში 48 საათიანი განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მდგომარეობა ვრცელდება იერუსალიმსა და თელ-ავივზეც.
ცნობისთვის, პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ასობით ტერაქტი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სარაკეტო დარტყმების გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო ქალაქებში თელ-ავივი, მოდიინი, ხოლონი, აშქელონი და რიშონ ლე-ციონი.
ამავე თემაზე: საქართველოს საელჩო ისრაელში საქართელოს მოქალაქეებს აფრთხილებს