Accentnews.ge
ბეჟაშვილი – BBC-ს გამოძიების შესახებ: "მაქვს ვარაუდი, რომ ეს თემა სამთავრობო მედიის შემოგდებულია ბაობაბების სკანდალის გადასაფარად"

ბეჟაშვილი – BBC-ს გამოძიების შესახებ: "მაქვს ვარაუდი, რომ ეს თემა სამთავრობო მედიის შემოგდებულია ბაობაბების სკანდალის გადასაფარად"

12/04/2023 11:42:24 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი BBC-ს საგამოძიებო სტატიას ეხმიანება, რომელშიც მათ შორის საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრი დავით კეზერაშვილიცაა ნახსენები.

მისი შეფასებით, "ეს თემა სამთავრობო მედიის შემოგდებულია ბაობაბების სკანდალის გადასაფარად".

„მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეული და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეში და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S