Accentnews.ge
რას წერს BBC ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის როლზე პენსიონრების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისების საქმეში

რას წერს BBC ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის როლზე პენსიონრების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისების საქმეში

12/04/2023 08:31:45 სამართალი

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას. გამოცემის ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები.

BBC-ს ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული "Milton Group"-ს კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორ Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC-მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო.

სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და დაუსწრებლად გაასამართლეს ბიუჯეტიდან 5 მილიონ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის. სასამართლო ვერდიქტის გამოქვეყნების დროს კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და გაერთიანებულმა სამეფომ მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა".

"არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტების მიხედვით, იგი დასახელებული იყო ქსელში არსებული კომპანიების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად. კეზერაშვილი ამ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს" ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში. მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“,- ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ "კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე":

"კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათ შორის LinkedIn-ში პირად გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას „Milton Group-ში შემავალი კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ".

"BBC–მ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ „Milton Group"-ში ჩართულ სხვა მომხმარებლებს ჰქონდათ. ამასთან, კეზერაშვილის კომპანია Infinity VC ფლობდა ვებ–დომეინებს კომპანიებისთვის, რომლებიც სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობდნენ თაღლითებს.

კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევში საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ–ცენტრი, ისე და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. იგი ასევე ფლობს ანალოგიური ოფისებს თბილისშიც.

კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლების პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. იგი ასევე ფლობს საოფისე ბლოკს თბილისში, რომელიც ანალოგიურ ტექნოლოგიურ კომპანიებს შეიცავს.

როდესაც BBC–მ გადაამოწმა, იმ ოთხი პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ, აღმოჩნდა, რომ ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან.

კეზერაშვილი "ფეისბუქში" მეგობრობს მინიმუმ, 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია „Milton Group"–ის თაღლითებთან და BBC-ს მიერ გამოვლენილი ოთხი პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია", – წერს BBC.

BBC-ს ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები "Milton Group"-თან და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან პირადად გასაუბრებაზე თავი შეიკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S