Accentnews.ge
მელია: "ბრიტანათის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV"

მელია: "ბრიტანათის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV"

12/04/2023 12:02:58 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია BBC-ს საგამოძიებო სტატიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო და ეს უდანაშაულობის პრეზუმციის ანბანია.

"ბრიტანათის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV. მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე – რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს „გამოსავალს“, „ახსნასა“ და „განმარტებას“ ეძებენ. შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში არამედ არსშია. მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალსა“ და „ახსნას“ ეძებს: მონსტრათან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება. ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე – ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა „დავალებიდან“ გამომდინარე. თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა „მოსახერხებელი“ პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან – ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ – ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S