Accentnews.ge
რას ამბობს აშშ–ის ელჩი BBC-ს გამოძიების შესახებ კეზერაშვილთან დაკავშირებით

რას ამბობს აშშ–ის ელჩი BBC-ს გამოძიების შესახებ კეზერაშვილთან დაკავშირებით

12/04/2023 15:10:48 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი BBC-ს საგამოძიებო სტატიას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა".

ელჩის თქმთ, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.

“არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა მაგალითი და კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყონ ხალხის უფლებების დაცვა”, - განუცხადა კელი დეგნანმა „ნეტგაზეთს“.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S