
ხოშტარია – კეზერაშვილის შესახებ: "კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან"
12/04/2023 16:33:27 პოლიტიკა
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია BBC-ს საგამოძიებო სტატიას ეხმიანება.
„BBC-ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან. წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამოანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა. არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისოერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება გქონდეს პოზიცია“, – წერს ელენე ხოშტარია.
კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია.