Accentnews.ge
ყოფილმა „ვაგნერელმა“ თავისი  კოლეგები ამოიცნო უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის ამსახველ ვიდეოში – ოსეჩკინი

ყოფილმა „ვაგნერელმა“ თავისი კოლეგები ამოიცნო უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის ამსახველ ვიდეოში – ოსეჩკინი

13/04/2023 06:58:52 ევროპა

Gulagu.net-ის დამფუძნებელმა ვლადიმერ ოსეჩკინმა 12 აპრილს განაცხადა, რომ დაუკავშირდა „ვაგნერის“ ყოფილ მებრძოლს ანდრეი მედვედევს, რომელიც ნორვეგიაში გაიქცა და მან თავისი კოლეგები ამოიცნო ვიდეოში, რომელშიც სავარაუდოდ, რუსი სამხედროები დანით ჭრიან თავს უკრაინელ ჯარისკაცს.

”ის ნამდვილად იცნობს თავის იქაურ კოლეგებს, „ვაგნერის“ მებრძოლებს დამახასიათებელი ნიშნებით, მათი საუბრით, იმით, რასაც აჟღერებდნენ რაციით”, - თქვა ოსეჩკინმა.

კრემლმა ვიდეოს კომენტირებისას, განაცხადა, რომ „ფეიკების“ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, აუცილებელია ამ ვიდეოს ავთენტურობის შემოწმება“.

11 აპრილის საღამოს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსი ჯარისკაცები აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეს და თავს ჭრიან დანით. ისმის მსხვერპლის ხმა „მტკივა, შეჩერდი“. სად და როდის არის ვიდეო გადაღებული, უცნობია.

ამერიკული სატელევიზიო არხი CNN იტყობინება, რომ კვირის განმავლობაში ორი ასეთი ვიდეო გამოჩნდა, რომლებშიც სავარაუდოდ უკრაინელი ჯარისკაცების თავის მოკვეთა იყო ნაჩვენები. ისინი გადაღებულია სხვადასხვა მოვლენების დროს. ამბობენ, რომ ერთ-ერთი ვიდეო ახლახანს არის გადაღებული, მეორე კი (11 აპრილის საღამოს რომ გავრცელდა) - გამწვანების დონით თუ ვიმსჯელებთ - როგორც ჩანს, ზაფხულშია გადაღებული.

სამხედრო ტყვეების მოპყრობის შესახებ ჟენევის კონვენციის მიხედვით, რომელსაც რუსეთი აწერს ხელს, მათ შორის, პატიმრებს უნდა ჰქონდეთ გარანტირებული სიცოცხლისა და ტყვეობის ჰუმანური პირობები. სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა ან არასათანადო მოპყრობა ომის დანაშაულია. ომის დროს მედიაში არაერთხელ გამოჩნდა ვიდეო უიარაღო უკრაინელი სამხედროების მკვლელობის ან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S