Accentnews.ge
თურქმა სამხედროებმა სირიაში ცეცხლი მოქალაქეებს გაუხსნეს [ვიდეო]

თურქმა სამხედროებმა სირიაში ცეცხლი მოქალაქეებს გაუხსნეს [ვიდეო]

13/11/2019 04:52:52 სხვა, მსოფლიო

სირიის ქალაქ კობანიში თურქმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს, რომლებმაც სამხედრო პატრულს ქვები დაუშინეს.უფლებადამცველების ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაიჭრა შვიდი ადამიანი.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები თურქი სამხედროების პატრულის ბლოკირებას შეეცადნენ.


თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებული ვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს ვაშინგტონში ვიზიტით ჩასული თურქეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან განიხილავს.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ვერც რუსეთმა და ვერ აშშ-მა თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ტერიტორიებიდან ქურთი მებრძოლების შენაერთების გაყვანა ვერ უზრუნველყო. ერდოღანმა მოითხოვა, რომ მიმდინარე მოვლენებში ნატო ჩაერიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S