Accentnews.ge
ელჩი დეგნანი განმარტავს, განიხილავს თუ არა აშშ კეზერაშვილის სანქცირების საკითხს

ელჩი დეგნანი განმარტავს, განიხილავს თუ არა აშშ კეზერაშვილის სანქცირების საკითხს

13/04/2023 07:41:14 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონი წინასწარ არ აცხადებს სანქციების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ საქართველოს თავდაცვის ექს–მინისტრ დავით კეზერაშვილის სანქცირების საკითხს იმ ფონზე, როდესაც 4 მოსამართლე დასანქცირდა ღია წყაროებზე დაყრდნობით, ელჩმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციების შესახებ. თუმცა გეტყვით, რომ ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რაოდენ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ზოგადად გამოძიება, რასაც ქვეყნის საგამოძიებო უწყებები აწარმოებენ, რომ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და ეს ინფორმაცია გახდეს წყარო ზუსტად იმ გადაწყვეტილებებისა, რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ თავად გვაქვს დეტალური განხილვა, როდესაც არსებობს კონკრეტული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, BBC–ს მოკვლევა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამისა. რაც შეეხება სხვადასხვა ბრალდებებს, ასევე რა თქმა უნდა, ქვეყნის საგამოძიებო სტრუქტურებს შეუძლიათ ამის გამოძიება", – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: 12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვით, თაღლითური სქემის შედეგად ფულის გამოძალვის საქმის ცენტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „ფორმულას“ თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილია. კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ს საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არასოდეს ჰქონია. მისი თქმით, იგი აპირებს, რომ BBC-ს მასალასთან დაკავშირებით სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S