Accentnews.ge
უკრაინაში ვლადიმირ სოლოვიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

უკრაინაში ვლადიმირ სოლოვიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

13/11/2019 05:24:26 სხვა, მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის პროპაგანდისტი რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ სოლოვიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

როგორც უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩაროვმა განაცხადა, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მისი მიმართვის საფუძველზე აღძრეს. სოლოვიოვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ. 

გონჩაროვის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოლოვიოვს უკრაინაში 3-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თავად რუსმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება აჩვენებს, „თუ რა მიდგომა აქვს უკრაინის ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლების მიმართ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S